საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებსა და ტრასმედიურ პროექტებს პროფესიული ჟიური შეაფასებს.
საუკეთესო ფილმები და მულტიმედია პროექტები 15 ნოემბერს 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
- დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიური წელს ჯიპას კურსდამთავრებულებისგან შედგება: თამარ მშვენიერაძე, ცირა გვასალია, გიორგი ფარქოსაძე, ქეთი გიგაშვილი, სონა სიმონიანი, ლალა ალიევა. - ფულადი პრიზი 1000 ლარი;
- ტრანსმედია პროექტების კონკურსის ჟიური: კეროლაინ სატკლიფი, ნიკა წიკლაური, ნოდარ (როკო) დავითური - ფულადი პრიზი 600 ლარი;
- ტრანსმედია პროექტების იდეების კონკურსის ჟიური: კეროლაინ სატკლიფი, ნიკა წიკლაური, როკო დავითური - ფულადი პრიზი 800 ლარი;
- დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარების კონკურსის (ფიჩინგი) ჟიური: სალომე ჯაში, მარიამ ჭაჭია, ლევან კოღუაშვილი - ფულადი პრიზი 1200 ლარი.
ფესტივალი ტარდება მულტიმედია განათლების ცენტრში - ალ. ჭავჭავაძის 10ა.