დღეს, 17 ოქტომბერს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ესტუმრა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, აშშ-ს საარჩევნო სისტემის სპეციალისტი და ბიპარტიზანული პოლიტიკური ცენტრის (Bipartisan Policy Center) დემოკრატიული პროექტის დირექტორი, ჯონ ფორტიერი. სტუდენტებთან შეხვედრის თემას წარმოადგენდა „არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში“. ფორტიერმა თავის დისკუსიაში მიმოიხილა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების ისტორიული ეტაპი, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების იდეოლოგიური განვითარება, მათი ურთიერთქმედება, განსხვავება და ფორმირება აშშ-ს პოლიტიკურ ასპარესზე. აგრეთვე, საუბარი ეხებოდა არჩევნების გამართვისა და დაფინანსების მოპოვების დეტალებს. რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ახლანდელი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებიც. ფორტიერმა იმსჯელა ჰილარისა და ტრამპის საარჩევნო კამპაიებზე. დისკუსია არ შემოფარგლულა ფორტიერის საუბრით, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში და დიდი ინტერესით უსვამდნენ კითხვებს მოწვეულ სტუმარს. ლექციას ძირითადად ესწრებოდნენ საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.