• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტები, მასარიკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით.

    03 ოქტომბერი, 2016

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის
    სკოლის სტუდენტები: მარიამ შარანგია და თამილა იმედაშვილი სექტემბრის დასაწყისში
    გაემგზავრნენ ჩეხეთში - მასარიკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით. ისინი ერთი
    სემესტრი ისწავლიან მასარიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
    აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯიპას სამართლის და პოლიტიკის სკოლამ ასევე
    მიიღო ორი ჩეხი სტუდენტი მასარიკის უნივერსიტეტიდან, რომლებიც ერთი სემესტრით
    ისწავლიან ჯიპას საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე.
    შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და
    პოლიტიკის სკოლასა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის 2014 წელს გაფორმდა
    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო-
    საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებისა და
    სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც გულისხმობს.
    აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014 და 2015 წლებში ჯიპას ლექტორებმა ლევან
    ნანობაშვილმა და გიორგი ხატიძემ მასარიკის უნივერსიტეტში წაიკითხეს ლექციათა
    კურსი მედია სამართალსა და საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში.
    მასარიკის უნივერსიტეტი წამყვანი და სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთის
    რესპუბლიკაში. ის დაარსდა 1919 წელს და ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 35000
    სტუდენტი.