ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დააჯილდოვა. საგრანტო კონკურსი დაფინანსებული იყო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. კონკურსის გამარჯვებული სხვადასხვა ორგანიზაციები გახდნენ, რომელთა შორისაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტიცაა (GIPA)