• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შეხვედრა TROY-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

    30 სექტემბერი, 2016

    28 სექტემბერს ჯიპას Front-line Club-ში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მასპინძლობით გაიმართა საზეიმო - შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა   TROY უნივერსიტეტისა და GIPA-ს 3 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის შედეგების შეჯამებას.

     აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ  ჯიპას რექტორი ქ-ნ მარინე იოსელიანი, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბ-ნ ბაკურ კვაშილავა, უნივერსიტეტ ტროას ვიცე კანცლერი - ეარლ ინგრამი, პროფესორი ჯონათან ჰარინგტონი,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ქ-ნ კორტნი ოსტრიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნ ქეთევან ნატრიაშვილი.

     

    შეხვედრაზე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ხაზგასმით ისაუბრეს 3 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან და დადებით შედეგებზე და მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.