• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ალექსანდრე ჯეჯელავა GIPA-ში

    22 სექტემბერი, 2016

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა GIPA-ს მაგისტრანტებსა და პედაგოგებს.

    კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასვლამდე, მინისტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებს გააცნო საკუთარი ხედვა განათლების სისტემასა და მის განვითარების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ GIPA არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოს ბაზარზე და მადლობა გადაუხადა უნივერსტეტის ხელმძღვანელობას ჩადებული შრომისთვის.

    შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა, რაზეც სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობაც მეტყველებდა.

    წყარო