• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტური გამოფენა და Portfolio Review

    17 სექტემბერი, 2016

    17 სექტემბერს, 15:00 საათიდან “ფაბრიკაში” საქართველოში პირველად, GIPA-ს ორგანიზებით სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი Portfolio Review Tbilisi  ჩატარდება. ამავე საღამოს ჯიპას სტუდენტების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

    Portfolio Review Tbilisi 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით აქვთ ნამუშევრები, აძლევს შესაძლებლობას საკუთარი პორტფოლიოები პროფესიონალებს (გია ბოხუა; ეკა ყიფიანი; გიორგი პოპიაშვილი; ნიკა გუჯეჯიანი; გიორგი ქვლივიძე; ლევან ლეფსვერიძე; ნიკა კუმბარი; რუსლან ბერიძე; ნაკანიმამასახლისი; ირაკლი ღარიბაშვილი; სანდრო მელია, იარეკ ვიევიორსკი, ბესო ყაველაშვილი) წარუდგინონ და მათგან კონსტრუქციული შეფასება მოისმინონ.

    ივენთის ბოლოს, საუკეთესო პორტფოლიოს მქონე 3 მონაწილე გამოვლინდება, რომლებსაც პროექტის პარტნიორები დააჯილდოებენ:

    I ადგილი - საქართველოს ბანკი -  Eurobest-ის საერთაშორიო სარეკლამო ფესტივალზე დასწრების სრული საგზური

    II ადგილი -  სასტუმრო “Batumi World Palace” - ბათუმის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე “Ad Black Sea” დასწრების სრული საგზური

    III ადგილი - კომპიუტერული კომპანიის “Geobit” 1500 ლარიანი ვაუჩერი

    გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება GIPA-ს ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები (ინსტალაცია, ფოტო და ვიდეო პროექტები) და GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის, ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა პოსტერების პროექტი „საბჭოთა ქალი თანამედროვე სივრცეში“ - ფაბრიკა „ნინოს“ კოსტუმების კოლექცია.

    ივენთის მესამე ნაწილში დაჯილდოვდებიან საუკეთესო პორტფოლიოს ავტორები, 2015-16 სასწავლო წლის ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები.

    საღამოს მუსიკალურად გააფორმებს: მიშა ურუშაძე; DJ - A2K და ნიკა ქერაშვილი.

    პროექტის მხარდამჭერები: BANK OF GEORGIA, Adjara Group Hospitality, კომპიუტერული კომპანია "GEOBIT", MYVIDEO.GE, SWATCH, სადაზღვეო კომპანია "ჯი პი აი" ჰოლდინგი, Georgian Conference Time, GD ALKO, ტურისტული კომპანია "VIP LINE TRAVEL", Hotel-Restaurant "Vardzia Resort", Batumi World Palace", კინოთეატრები: “კავეა ისთ ფოინთი”, “კავეა თბილისი მოლი”, “რუსთაველი”, “ამირანი”, “აპოლო”; სასტუმრო "The Balcony", სასტუმრო "GO Gudauri", SARAJISHVILI, IKANO, Voulez-Vous, Memogram, GIF me, Wifisher, ROYAL LINE, Skylantern.

    საინფორმაციო მხარდამჭერები: ARTAREA, Marketer.ge, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, Tiflis TV, ტელეკომპანია “იმედი”, პალიტრა TV.