• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • "ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გარემოს დაცვაა" - პრემიერი ახალ სამაგისტრო პროგრამაზე

    07 სექტემბერი, 2016

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე  ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკა, ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გარემოს დაცვაა.

    პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა GIPA-სთან ერთად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

    „ამ პროგრამის სწავლების 90%-ს GIZ აფინანსებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით განათლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    „ლიბერალი"