• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

    03 აგვისტო, 2016

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ფსიქოლოგიის მაგისტრებს (MSc in Psychology 0707) პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალიზაციით.

    პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზს წარმოადგენს, ორწლიანია და მოიცავს ოთხ სემესტრს. სწავლება ძირითადად საღამოს საათებში მიმდინარეობს

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:

    სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

    - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, თუ შესაბამისი დიპლომი გაცემულია მომიჯნავე დარგში, კანდიდატს დამატებით მოეთხოვება GIPA-ს მოსამზადებელი კურსის სერტიფიკატი ფსიქოლოგიის საფუძვლებში;

    - ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდებში მინიმალური ზღვარის გადალახვა, A ტესტი;

    - ინგლისური ენის ცოდნა Intermediate B1 დონეზე;

    - შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ბმული)
    • სამოტივაციო წერილი
    • ფოტოსურათი (3X4)
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • ბაკალავრის დიპლომი სფიქოლოგიაში (სხვა დარგის დიპლომთან ერთად ფსიქოლოგიის კურსის სერტიფიკატი)
    • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათი

    პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3 500 ლარს.

    თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, სასწავლო სემესტრების მიხედვით

    ძვირფასო აბიტურიენტებო!

    გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციის გასავლელად  აუცილებელია 29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ელექტრონულად ბმულზე) ან მოიტანონ მისამართზე: გორგასლის 101 (ორთაჭალა)

    6 სექტემბერს დაუკავშირდებათ  კოორდინატორი და შეატყობინებთს გასაუბრების ზუსტ დროს (ვთხოვთ, ჩართული ქონდეთ მობილური ტელეფონი და შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა)

    გასაუბრება კომისიასთან ჩატარდება 7 სექტემბერს, მისამართზე: გორგასლის 101 (ორთაჭალა)

    გასაუბრებაზე მოსვლისას იქონიონ პირადობის მოწმობისა და ბაკალავრის დიპლომის ასლი, ასევე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    სწავლა დაიწყება 10 სექტემბერს!

    დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

    მობ: 595 959 096 მარინა

    ტელ: 2 49 75 45; 2 45 75 45 (კომუტატორი)
    ელ - ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge