20 ივლისს, ბოტანიკურ ბაღში გარემოსდაცვითი ღონისძიება „მინდა ვისუნთქო“ გაიმართა.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის (GIPA) მაგისტრების ორგანიზებითა და ავტო იმპორტიორთა კავშირის მხარდაჭერით, 20 ივლისს 20:00 სთ-ზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ღონისძიება „მინდა ვისუნთქო“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჰაერის დაბინძურებისა და გამწვანების თემებზე გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების მიზანია, ავტომობილების მხირდან ჰაერის დაბინძურების პრობლემის ხაზგასმა და ცნობიერების ამაღლებაა. ერთი ავტომობილის ძრავა, ადამიანთან შედარებით 45- ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს. ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნახშიროჟანგია, რომელიც სისხლის ჰემოგლობინს უერთდება და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. აქციის დასასრულს დამსწრე საზოგადოება, დაბინძურებული ჰაერის სიმბოლოს სახით, ნაცრისფერი ბუშტები ჰაერში გაუშვა და სურვილები გაატანა.