PR-ის სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია

14 ივლისი, 2016

პირველად საქართველოში ამერიკული სახელმძღვანელოს „წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“ ქართული ანალოგი გამოდის. წიგნის პრეზენტაცია 12 ივლისს, 20:00 საათზე, მზიურის კაფეში (მის: „მზიურის“ პარკი, მდ.ვერეს ხეობა) გაიმართება.

„წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“ არის სახელმძღვანელო, რომელიც აკადემიურ და პრაქტიკულ ცოდნას იძლევა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე ან უბრალოდ ამ თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქამდე მისი ქართული ანალოგი არ არსებობდა. წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრების მიერ. 

ღონისძიებას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი გახსნის. სიტყვით გამოვა გამოცემის მთავარი რედაქტორიდა მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ პროფესორი ნინო დანელია.

წიგნის პრეზენტაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწეპროფესიონალები, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.
„წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)მხარდაჭერით გამოიცა.

<iframe width="420" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6-QELKAkn7I" frameborder="0" allowfullscreen></iframe>