GIPA-ს მმართველობის სკოლამ ბ-ნ ირაკლი სესიაშვილს უმასპინძლა

22 ივნისი, 2016

GIPA-ს მმართველობის სკოლამ კოალიცია “ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, პარალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს - ირაკლი სესიაშვილს უმასპინძლა. შეხვედრას საჯარო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ. პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აუდიტორიას პარტიის მომავალი გეგმები გააცნო. ირაკლი სესიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებლობას დაუთმო. ამასთან ერთად, შეხვედრის ძირითად საკითხს თავდაცვის პოლიტიკა წარმოადგენდა. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რაც ქვეყნის წინაშე მდგარ ძირითად საფრთხეებს, თავდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პროგრამის გადახედვას,  თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmedia%2Fset%2F%3Fset%3Da.1034494139952995.1073741975.131569396912145%26type%3D3&width=650&show_text=true&appId=1533097646953340&height=943" width="650" height="943" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>