საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას, უმასპინძლა. შეხვედრას საჯარო მმართველობის, საჯარო პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ. პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და და აუდიტორიას "თავისუფალი დემოკრატების" მომავალი გეგმები და პროგრამები გააცნო. ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განათლების მნიშვნელობას დაუთმო. ამასთან ერთად, შეხვედრის ძირითად საკითხს მომავალი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენდა. სტუმარსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რაც საჯარო სექტორში ნეპოტიზმის აღმოფხვრას, განათლების სფეროში არსებულ ძირითად ხარვეზებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადახედვას, სასამართლოს რეფორმას და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmedia%2Fset%2F%3Fset%3Da.1030298410372568.1073741971.131569396912145%26type%3D3&width=650&show_text=true&appId=1533097646953340&height=848" width="650" height="848" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>