თბილისი მარიოტში, 16 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი მარინე იოსელიანი გახსნის ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა “მედია-წიგნიერება - ახალი რეალობა”.
კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად გამოვა “პანამის დოკუმენტების”, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) რეგიონული დირექტორი დავიდ ბლოსი, ასევე “დარტ ცენტრის” ევროპის წარმომადგენლობის დირექტორი, გევინ რისი.
სამუშაო დღის ბოლოს გამოვლინდება ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.
EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოში და მას ესწრებიან ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედია-სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც სამი საკონფერენციო პანელის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ თემატიკას:
● ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და გამოწვევები ჟურნალისტებისთვის
● მედიაწიგნიერებისა და ჟურნალისტური განათლების დღევანდელი და ხვალინდელი დღე
● ადამიანური ტრაგედიები, ტრავმა და ჟურნალისტიკა
კონფერენცია 16 ივნისს თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში გაიმართება. სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.
საკონტაქტო პირები: თიკო ცომაია
tsomaiat@gmail.com
599 502446
მაკა სეხნიაშვილი
m.sekhniashvili@gipa.ge
დღის განრიგი
9:30 - 10:00 - რეგისტრაცია
10:00 - 10:30 - ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგ-ასოციაციის კონფერენციის გახსნა
მისასალმებელი სიტყვა
მარინე იოსელიანი, GIPA-ს რექტორი
ნიკო დროკი, EJTA-ს პრეზიდენტი
ნინო ივანიშვილი, GIPA-ს ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლის დეკანი
10:30 - 11:30 - ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და გამოწვევები ჟურნალისტებისთვის
11:30 - 12:30 - საპატიო სპიკერი
“მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია - როგორ ვიყენებთ მას და ვასწავლით?” დევიდ ბლოსი, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) რეგიონული დირექტორი
13:00 - 14:00 - მედიაწიგნიერებისა და ჟურნალისტური განათლების დღევანდელი და ხვალინდელი დღე
15:00 - 16:00 - ადამიანური ტრაგედიები, ტრავმა და ჟურნალისტიკა
16:00-17:00 - GIPA - ფრიდმანის დაჯილდოვების ცერემონიალი, მოდერატორი მაკა ანთიძე (როიტერი)
ჯოშუა ფრიდმანის სპეციალური მიმართვა