2016 წლის 30 მაისს GIPA-ს ფარმაცევტული მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტები, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ის, სამედიცინო საქმიამობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ორ სამმართველოში, ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსს ლალი დავითაიასა და ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელს ნანა შაშიაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მანძილზე მონაწილეებმა დღესდღეობით არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის, სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების–ნარკოტიკული და ფსიქოტროპული და მათთან გათანაბრებული პრეპარატების ლეგალური ბრუნვა, სახელმწიფო ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი და სხვა.
ფარმაციის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „საზოგადოება ცოდნას“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და პრაქტიკოსი ლექტორები, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს.