2014 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლასა და მასარიკის უნივერსიტეტს(ჩეხეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც გულისხმობს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014 და 2015 წლებში ჯიპას ლექტორებმა ლევან ნანობაშვილმა და გიორგი ხატიძემ მასარიკისუნივერსიტეტში წაიკითხეს ლექციათა კურსი მედია სამართალსა და საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში, ხოლო რაც შეეხებასტუდენტთა გაცვლით ნაწილს, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილია სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ორისტუდენტის: მარიამ შარანგიასა და თამილა იმედაშვილის ერთი სასწავლო სემესტრით მასარიკის უნივერსიტეტში გამგზავრება.
მასარიკის უნივერსიტეტი წამყვანი და სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ის დაარსდა 1919 წელს დაამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 35000 სტუდენტი.