2016 წლის 1 ივნისს GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამის „ზოგადი მენეჯმენტის“ სტუდენტები ევროპა-ბეთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ ქლიბაძის მასტერკლასს დაესწრნენ. სტუმარმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და რეალური მაგალითების განხილვით, მიაწოდა ინფორმაცია HR მენეჯერის როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. შეხვედრა დასასრულისკენ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ქ-ნმა თამარმა სტუდენტებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხა.
ზოგადი მენეჯმენტი სასერტიფიკატო პროგრამა, GIPA-ში უკვე თითქმის 10 წელია რაც არსებობს და მსმენელებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკოსი ლექტორებისგან, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება.