27 მაისს GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამის „ფარმაციის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის“ მსმენელები, კომპანია GMP-ის ხარისხის მართვის დირექტორის, ეკა კოპლატაძის მასტერკლასს დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში თემაზე - „GMP სტანდარტები, რეგულაციები, რისკების მართვა“.
ფარმაციის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ზრუნვის სასერტიფიკატო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „საზოგადოება ცოდნას“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და პრაქტიკოსი ლექტორები, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს.