GIPA MBA სტუდენტები ია ნიკოლაძის დასახმარებლად

30 მაისი, 2016

GIPA Support-ის ფარგლებში GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები 29 მაისს ესტუმრნენ ია ნიკოლაძის ოჯახს.

ოჯახს ჰყავს სამი შვილი, საიდანაც ერთერთს აქვს ასთმის უმძიმესი ფორმა და სამკურნალოდ არ აქვთ თანხა. ოჯახი ცხოვრობს უმძიემს პირობებში - სახლში ნესტია და კედლები ობითაა დაფარული, ოთახში არ აქვთ შუქი და გაზი. ბავშვს ხშირად აქვს ასთმური შეტევები და ინჰალატორის ჩასართველად ბავშვთან ერთად დაცვის ჯიხურში უხდებათ სიარული.

ოჯახისთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტები და პროდუქტები. MBA პროგრამის სტუდენტების აქტივობის შედეგად, მოხდა საჭირო მედიკამენტების, პროდუქდების, ტანსაცმლის და სათამაშოების მობილიზება და მათთვის გადაცემა.

GIPA და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქველმოქმედო აქციებს სამომავლოდაც გეგმავენ.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmedia%2Fset%2F%3Fset%3Da.1021700224565720.1073741969.131569396912145%26type%3D3&width=500" width="650" height="809" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>