ტროის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სამეცნიერო ჟურნალი Journal of Politics and Democratization (JPD).
პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის ჟურნალი წარმოადგენს ახალ, ინტერდისციპლინარულ, რეცენზირებად ონლაინ ჟურნალს.
მისი ძირითადი გეოგრაფიული ფოკუსი მოიცავს ევროპას, რუსეთს და კავკასიის რეგიონს, ასევე კვლევებს, რომლებიც სხვა გეოგრაფიულ არეალებზე ფოკუსირდებიან და ნაშრომებს, რომლებიც სპეციფიურ ინდივიდუალურ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს ან შედარებით/გლობალურ ანალიზზეა კონცენტრირებული.
ონლაინ ჟურნალის ვებ მისამართია: https://gipa.ge/JPD/?page=home