• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA და სოლიდარობის ფონდი - თანამშრომლობა ბავშვების დასახმარებლად

    03 მაისი, 2016

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში (GIPA Support-ის ეგიდით) ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ფონდთან თანამშრომლობის პროცესში, სახსრების მოძიების მიმართულებით.  

    ერთი თვის განმავლობაში MBA-ის სტუდენტებმა კერძო კომპანიებსა და GIPA-ს სტუდენტებს ჩაუტარეს საინფორმაციო პრეზენტაციები, სადაც აღნიშნულ პირებს გააცნეს ფონდის არსებობისა და ფინანსური დახმარების საჭიროების შესახებ. ერთ თვიანი აქტივობების შედეგად სტუდენტებმა  ფონდისთვის სხვადასხვა სახის დახმარებების მოძიება მოახერხეს, კერძოდ:


    • სს „თბილავიამშენი“-ს თანამშრომლები სისტემატიურად განახორციელებენ მიკრო-დონაციას, რაც გულისხმობს ხელფასიდან ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადარიცხვას ფონდში;

    • „სოლიდარობის ფონდი“-სა და კომპანია „Mega Building Group”-ს შორის გაფორმდება მემორანდუმი სადაც კომპანია „Mega Building Group”-ი ფონდს დაეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით: ბავშვების მონახულება საავადმყოფოში; მათთვის გასართობი ღონისძიებების მოწყობა და  საჩუქრების გადაცემა და ა.შ.

    • სოლიდარობის ფონდთან მემორანდუმის გაფორმების და  ფინანსური დახმარების სურვილი გამოთქვა ასევე კომპანია „Grand Dekor”-ის დირექტორმაც. აღნიშნული კომპანია პროდუქტების რეალიზაციიდან განახორციელებს მიკრო-დონაციების;

    • დახმარების სურვილი გამოთქვა ასევე British Corner-მა, რომელიც სექტემბრიდან რამდენიმე ბავშვის ინგლისური ენის კურსს დაუფინანსებს.


    მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები/საუბრები შედგა შემდეგ ორგანიზაციებთან: საქველმოქმედო ორგანიზაცია „Cherrytea“; სკოლა „განათლების აკადემია“; თაფლის მწარმოებელ-რეალიზატორი კომპანია შპს „მეფუტკრე“; სატრანსპორტო კომპანია „თი ეიჩ სი“; კაფე „ფლაუერი“, კაფე „კალინა“, რესტორანი „სამი საუკუნე“. ასევე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს შემდეგმა კომპანიებმა: სამშენებლო კომპანია „დეველო არტი“; სავაჭრო ცენტრი „Luxery” და ა.შ.