GIPA-ს სტუდენტებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი - მაგდა მაღრაძე შეხვდა

27 აპრილი, 2016

GIPA-ს "Frontline Club Georgia" -ში, 26 აპრილს, სტუდენტებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი - მაგდა მაღრაძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუმარმა ფონდის მეორე კომპაქტზე ისაბურა, რომელიც განათლების მიმართულებას მოიცავს. მაგდა მაღრაძის თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (Millennium Challenge Corporation - MCC) პროექტის განსახორციელებლად 140 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. სტუდენტები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ლექციის მსვლელობაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფოტორეპორტაჟი