GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, 14 აპრილს, ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოში" ესტუმრნენ და საჩუქრად გადასცეს სახატავი საშუალებები. "პირველი ნაბიჯი საქართველოში" საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება მძიმე და ღრმა, ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.