GIPA-ს სტუდენტები Willem C. Vis Moot-ზე

12 აპრილი, 2016

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სკოლის გუნდმა, ლარა ნაჭყებიას, ანი რუხაძის, ნატა კოკოლაშვილის და ირაკლი ჭილაიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო 23-ე Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო რაუნდებში, რომელიც გაიმართა 2016 წლის 17-25 მარტს, ვენაში.
 
Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკურსი ითვლება მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ამავე დროს ყველაზე ფართო მასშტაბის ღონისძიებად საერთაშორისო კომერციულ სამართალში. 2016 წელს კონკურსში მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობა სამართლის სკოლების, კერძოდ 311 სამართლის სკოლა მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი Willem C. Vis ის სახელობის შეჯიბრში წარმატებულ  მონაწილეობას უკვე მეორე წელიწადია იღებს. წლევანდელი შეჯიბრის ფარგლებში GIPA-ს გუნდი შეხვდა ჰამბურგის, სამხრეთ მეთოდისტის, სან პაულოს და აალბორგის უნივერსიტეტებს. მათ არბიტრებისგან მაღალი ქულები და დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.