16 აპრილს, შაბათს, 15:00 საათზე „Frontline Club”-ში გაიმართება შეხვედრა პროექტ „ახალი მზიურის“ ავტორსა და ფოტოგრაფ ანა გოგუაძესთან. შეხვედრის მიზანია ავტორისგან გავიგოთ „ახალი მზიურის“ შესახებ, რომელიც გულისხმობს თბილისის ცენტრალური რეკრეაციული ზონის, მზიურის პარკის გადარჩენას, განვითარებასა და ფუნქციურ დატვირთვას.
შეხვედრის ორგანიზატორია, საკომუნიკაციო სააგენტო “GEB”, რომელიც დაარსებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტების მიერ. ღონისძიება დასრულდება საკომუნიკაციო სააგენტო “GEB“-ის პრეზენტაციით, სადაც გაგაცნობთ კომპანიის სამომავლო გეგმებს. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
გელოდებით, დასწრება თავისუფალია. მისამართი: ლადო ასათიანის N62, Frontline Club