საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან ინსტიტუციური აკრედიტაცია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ GIPA არის ერთერთი იმ ოთხ ორგანიზაციათა შორის რომლებსაც მინიჭებული აქვთ ინსტიტუციური აკრედიტაცია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 151 მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის წევრები ვალდებული არიან ყოველ წელს დააგროვონ საჭირო კრედიტ-საათები განგრძობადი იურიდიული განათლების მისაღებად. ინსტიტუციური აკრედიტაციის წესების თანახმად, GIPA-ს მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო ღონისძიებები აკრედიტირებული იქნება და ტრენინგის მონაწილე ადვოკატებს მიენიჭებათ სავალდებულო კრედიტ-საათები.