• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს თვითმმართველობების ცენტრის საჯარო დისკუსია

    08 აპრილი, 2016

    ორშაბათს, 11 აპრილს 19 საათზე ფრონტლაინ კლუბში GIPA-ს თვითმმართველობების ცენტრის საჯარო დისკუსიების ფორმატში გაიმართება დისკუსია მუნიციპალური ა(ა)იპების ფუნქციონირების თემაზე.

    განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

    1. სკოლამდელი განათლების მოწყობის რა ალტერნატიული მოდელები არსებობს და რას გვასწავლის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება;

    2.  რამდენად შეესაბამება არსებული ადგილობრივი რეგულაციები რეკომენდებულ საერთაშორისო სტანდარტებს;

    3. არსებობს თუ არა ტექნიკური რეგულაციები და სახელმწიფო სტანდარტები სკოლამდელი განათლების ხარისხის განმაპირობებელ მნიშვნელოვან საკითხებზე.

    4. არიან თუ არა მზად საბავშვო ბაღების მუნიციპალური გაერთიანებები ახალი კანონპროექტისთვის და რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას;

    დისკუსიაზე მოწვეულები არიან გიორგი მესხიძე, „კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარე, მაია ანჯაფარიძე, ასოციაცია „სკოლამდელი განათლება“ დირექტორი და ლიზა სოფრომაძე, „რეგიონის განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი.  

    დისკუსიის მოდერატორი იქნება ნატალია ფარცხალაძე. 

    დასწრება თავისუფალია.