• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • მარი ბურდულის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქცია

    17 მარტი, 2016

    ინსტიტუტი, GIPA SUPPORT-ის ფარგლებში უერთდება ილიაუნის თანამშრომლის, მარი ბურდულის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციას. 


    20 მარტს, 13:00-დან 18:00-მდე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება ჩვენი სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა- გაყიდვა და შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება მარი ბურდულს. ამავე დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის აქციის ფარგლებში, გაიყიდება გიორგი კეკელიძის წიგნები. 

    მარი ბურდული ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელია, 32 წლის და 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედაა. 2 წლის წინ მას დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა. დაავადება სწრაფად პროგრესირებს და სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს. მარის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგი ვებ გვერდების საშუალებით: WeHelp.ge და gofundme.com.