საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება სამთო-სათხილამურო ტურნირი. აღნიშნული სტუდენტური შეჯიბრება GIPA-ს ტრადიციას წარმოადგენს, ის აერთიანებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს ადმინისტრაციასა და ლექტორებს და არსებობის 10 წელზე მეტს ითვლის. წელს ტურნირი გუდაურში, 3 მარტს, II სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა.
ტურნირის გამარჯვებულები:
გოგონები
1. ანკა ნიჟარაძე - 35.01
2. ანა მოსიძე - 35.51
3. კატო ალანია - 36.58
ბიჭები
1. ნიკუშა ღლონტი - 32.93
2. გიორგი გალოგრე - 32.98
3. ბაჩა კაპანაძე - 33.47
წელს GIPA-ს სათხილამურო ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერია, საკონსულტაციო კომპანია „ID Solution”, სადაზღვევო კომპანია „IC GROUP“, სასტუმრო „ლოპოტა რეზორტი“, კომპანია „ასკანელი ძმები“ და ჟურნალები "ლიბერალი" და "მარკეტერი".
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით.
ფოტოგრაფი: ანა ყაჭეიშვილი
<iframe width="650" height="315" src="https://www.youtube.com/embed/jLUjfD4MVqI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>