საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, 8 თებერვალს, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის, გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებირვი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესთან, ქ-ნ მაია ბითაძესთან.
შეხვედრის მსვლელობისას, მოწვეულმა სტუმარმა მსმენელებს გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი პრინციპების საკითხების შესახებ. დასასრულისაკენ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
გარემოს, ბუნებრივი და ენერგო რესურსების პოლიტიკის ქართულ-ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო პროგრამა GIPA-ში იანვრიდან ფუნქციონირებს, კურსის ფარგლებში მსმენელები იღებენ ზოგად ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გარემოსდაცვით პოლიტიკაში, მართვაში, ეკონომიკაში, კანონმდებლობაში და ამასთანავე ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების მართვა, მდგრადი განვითარების პრინციპების ურთიერთდამოკიდებულება, ენერგო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ა.შ.