GIPA-მ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისაგან ხუთი საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაცია მოიპოვა

21 იანვარი, 2016

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისაგან ხუთი საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაცია მოიპოვა. ჯიპა, იანვარსა და თებერვალში, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით,ორგანიზებას გაუწევს 5 საგანმანათლებლო ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის. 

როგორც უკვე  აღვნიშნეთ, ღონისძიებები აკრედიტირებულია და ტრენინგის მონაწილე ადვოკატებს მიენიჭებათ სავალდებულო კრედიტები.

რეგისტრაციის პირობები და სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/aLrjnj