საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლა იწვევს წარჩინებულ სტუდენტებს 2016 წლის შემოდგომის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლის ბაკალავრებს და მაგისტრანტებს, შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სემესტრი გაიარონ მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მასარიკის უნივერსიტეტი წამყვანი და სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ის დაარსდა 1919 წელს და ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 35000 სტუდენტი. გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს აირჩიონ სამართლის პროგრამის სხვადასხვა კურსები, რომელიც გააღრმავებს საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა და კარგი აკადემიური მოსწრება. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ირინა ბაქრაძეს - 595 582 260; i.bakradze@gipa.ge ან ხატია გოგილაშვილს - 595 797 252; khatia.gogilashvili@gipa.ge