• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - მამუკა ხაზარაძე შეხვდა

    17 დეკემბერი, 2015

    სამშაბათს, 16 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - მამუკა ხაზარაძე შეხვდა.

    შეხვედრის მთავარი თემა გახლადათ: წარმატებული ბიზნესის შემადგენელი კომპონენტები“

    მამუკა ხაზარაძე - “TBC Bank”-ის დამფუძნებელი

    შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის ბიზნესისადმი, საქმისადმი სიყვარული; გუნდი და მისი კუთვნილება; ლიდერი და მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებები. მამუკა ხაზარაძემ სტუდენტებს საკუთარი საქმიანობაც გააცნო და იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე სტუმრის პოზიცია გაგეგოთ და ასევე რჩევები მიეღოთ მომავალი საქმიანობისთვის. 

    მისამართი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „Frontline Club”, ლადო ასათიანი N64

    DSC00098 DSC00099