GIPA-ს გუნდის წარმატება საიას ეროვნულ კონკურსში

16 დეკემბერი, 2015

საიას საკონსტიტუციო სამართლის ეროვნულ შეჯიბრში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა. გუნდის წევრებს, ანა ბერიძესა და სოფიკო შაბურიშვილს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს მწვრთნელებმა, ვახუშტი მენაბდემ და ქეთევან შუბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სულ 35 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ჯიპას სახელით წარდგენილმა გუნდმა კი წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი, ფინალური შეჯიბრი და გადავიდა ნახევარფინალში, სადაც მხოლოდ 4 გუნდს ჰქონდა მონაწილეობის უფლება.  აღნიშნულ შეჯიბრში ჯიპას გუნდის წევრებმა  წარმოადგინეს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიცია.

ანა ბერიძემ და სოფიკო შაბურიშვილმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და მიიღეს დადებითი შეფასება, როგორც მოსამართლეებისგან, ისე შეჯიბრში მონაწილე სხვა სტუდენტებისგან.

ანა ბერიძემ კი,  გერმანელი მოსამართლის რჩეულის ტიტული დაიმსახურა.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალ საქმიანობაში!