12 დეკემბერს, GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრის, მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა "კულინარიული მასტერკლასი მარკეტინგში". მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტებმა, სტრესის და თვითმენეჯმენტის მოდულის ფარგლებში, წარადგინეს შემოქმედებითი პრეზენტაცია, სადაც თავად გახდნენ კულინარები, თავად შეადგინეს მენიუ, მოამზადეს და ვიზუალურად გააფორმეს სხვადასხვა კერძები.
მასტერკლასის მიზანი არის, რომ სტუდენტებმა ჯიპას მიერ ღონისძიებაში ინვესტირებული თანხა დააბრუნონ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციით. სტუდენტები დაიყვნენ ჯგუფებად და მათი წარმატება შეფასდა პრეზენტაციის, მომზადებული კერძებისა და დაბრუნებული თანხის გათვალისწინებით. ჯგუფების ნამუშევრების შესაფასებლად მოწვეულნი იყვნენ: ბახვა ბრეგვაძე (კულინART-ის კრეატიული დირექტორი), ქეთა ლომიძე (კულინART-ის მთავარი რედაქტორი), მერი გუბელაძე (“სხვა შუადღე“, წამყვანი) და მარკეტინგის პროგრამის ლექტორები.
GIPA-ს 6 თვიანი მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა არსებობს 2013 წლიდან, სადაც ჯიპას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ლექტორები სტუდენტებს უზიარებენ და განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ორგანიზაციის მარკეტინგული ხედვა, წარმატებული სტრატეგია და სარეკლამო კამპანია, კომუნიკაციები, საკუთარი თავის მართვა, გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მოლაპარაკების წარმართვა, კონკურენტების ქცევა, მარკეტინგული არხების მართვა, პროდუქტის შემუშავება.