GIPA-ს კოლექტივისათვის ენით აუწერელი შოკია დავით ჭოჭუას გარდაცვალება. დათო მოყოლებული საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის დაარსებიდან ასწავლიდა ჩვენს უნივერსიტეტში და მოყოლებული იქიდან იყო ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ახალგაზრდა ლექტორი, გამორჩეული როგორც თავისი ცოდნით ასევე უშუალობითა და ადამიანობით, რის გამოც ყოველთვის უყვარდათ მის სტუდენტებს. დათო იყო წარმატებული ყველა სფეროში, მაგრამ მისი გარდაცვალება უპირველესად იმით არის დაუჯერებელი, რომ მას საოცრად უყვარდა ცხოვრება. ჩვენთვის მისი წასვლა დიდი დანაკლისია, მაგრამ ცხადია ეს ახლოს ვერ მოვა იმ ტკივილთან რომელიც მიადგა მის ოჯახს. ვიზიარებთ ყველას და პირველ რიგში მისი ოჯახის ტკივილსა და მწუხარებას.