1 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის, ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი. შეხვედრას უძღვებოდა „სილქნეტი“-ს შეფასებისა და კარიერული განვითარების განყოფილების მენეჯერი არჩილ იოსებიძე. მასტერკლასის მსვლელობისას,არჩილ იოსებიძემ ისაუბრა და მხმენელებს გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება შეფასების მეთოდებისა და თანამშრომელთა განვითარების შესახებ.
დასასრულისაკენ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის მიზანი არის მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR როლისა და ფუნქციის შესახებ, დააკავშირონ HR ბიზნესთან, ხელი შეუწყონ კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებს და პროცესების ოპტიმიზაციას, შეიმუშაონ და განავითარონ კონკრეტული ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული სისტემები, პროცესები და სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული პროგრამა GIPA-ში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 50-მდე კურსდამთავრებული ყავს.