IDFI-ის ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია „საჯარო სამსახურის რეფორმა: ცვლილებები და პერსპექტივები.“

01 დეკემბერი, 2015

2015 წლის 27 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია „საჯარო სამსახურის რეფორმა: ცვლილებები და პერსპექტივები.“ დისკუსია გაიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ და IDFI-ს მიერ განხორციელებულ პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ხათუნა გოგორიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაია დვალიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე და ნინო დოლიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი. მომხსენებლებმა ისაუბრეს რეფორმის მიმდინარეობის, მისი ძირითადი მახასიათებლების, შეთავაზებული ცვლილებებისა და ევროკავშირის რეგულაციებთან რეფორმის მიმართების შესახებ. შეხვედრის მეორე პანელი მიეძღვა თემას - ბიუროკრატიის ზრდა საქართველოში. დისკუსიაში მონაწილებდნენ ლევან ალაფიშვილი - იურისტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი და იაგო ხვიჩია - იურისტი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს დამფუძნებელი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6y4c7U_H8kk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>