კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართა დისკუსია მუნიციპალური სერვისების თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს და GIPA-ს სტუდენტებს შორის.
2015 წლის 9 ნოემბერს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „სკოლამდელი განათლება“. მოწვეული სტუმრები იყვნენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასოციაცია „პორტიჯის“ წარმომადგენელი ხათუნა დოლიძე და ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარე გიორგი მესხიძე. შეხვედრა ჩატარდა GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით.დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფო ბაღების მენეჯმენტი, აღსაზრდელების მიღების მექანიზმი, აღსაზრდელებისა და აღმზრდელების თანაფარდობის ოპტიმალური რაციო, კვების კონტროლი და მონიტორინგი.ასევე, სტუმრებმა ისაუბრეს სკოლამდელი განათლების გამოწვევებზე - აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლების გზებზე, ინკლუზიური სწავლების უფრო მასშტაბურად დანერგვაზე, ახალი კანონპროექტის ავკარგიანობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე მსგავსი შეხვედრები იმართება ფრონტლაინ კლუბში ყოველთვიურად. შეხვედრების ანონსი GIPA-ს ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.