საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, 5 ნოემბერს, ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლვების სკოლის (SOAS) პროფესორი კევინ ჯონ ჰელლერი ეწვია. ლექციისას პროფესორმა ჰელლერმა ისაუბრა თუ ჩვეულებრივ როგორ იძიებს პროკურორის ოფისი (OTP) კონკრეტულ საკითხებს და მიმოიხილა ზოგიერთი ძლიერ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და მტკიცებულების საკითხები, ის თუ რაც შესაძლოა წარმოიშვასკონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებული გამოძიების კონტექსტში.
პროფესორი ჰელლერი ლონდონის უნივერსიტეტში 2013 წლიდან მოღვაწეობს. მანამდე იგი თანამშრომლობდა მელბურნის სამართლის სკოლასთან, ოკლენდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან და ჯორჯიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან.