კლუბ "ფრონტლაინ"-ში, 29 ოქტომბერს, გაიმართა GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, თორნიკე შარაშენიძის ახალი წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი, ქ-ნი მაკა იოსელიანი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბ-ნი ბაკურ კვაშილავა, მწერალი ლაშა ბუღაძე, სტუდენტები და ავტორის მეგობრები.
თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. ის მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003-2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოშინატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისადა საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).