GIPA-ში JoPScip-ის (ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებებში) პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანიპროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების განხილვა იყო.
შეხვედრას GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და JoPScip-ის პროექტის ხელმძღვანელი ანანო გორგაძე უძღვებოდა.
შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს Erasmus+ Capacity Building in Higher Education (CBHE) პროგრამის ახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების მოახლოებასთან ერთად. პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის თანამშრომლებს ახალი საპროექტო ინიციატივების შემუშავებაში, საგრანტო განაცხადების მომზადებასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებაში.
