მასტერკლასი კახეთის სასტუმროების მენეჯერებისათვის

29 ოქტომბერი, 2015

25 ოქტომბერს, სასტუმროში „Lopota lake Resort & Spa” გაიმართა GIPA-ს ტრენინგების ცენტრის, პიარისა და ღონისძიებათა მენეჯმენტის 2015 წლის კურსდამთავრებულების მიერ ორგანიზებული ტრენინგი „სერვისი, როგორც ბრენდის შემადგენელი ნაწილი“. ტრენინგი ჩატარდა GIPA-ს ბრენდინგის ლექტორისა და კონსულტანტის, ლევან კობერიძის მიერ.

სემინარის მიზანი იყო კახეთის სასტუმროების მენეჯერებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლების შეკრება და მათთვის სერვისის ხარისხის, როგორც ტურიზმის მდგრადობის განმსაზღვრელი ასპექტის გაცნობა. სემინარის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს კახეთის რეგიონის სასტუმროების სერვისის განვითარების ერთიანი სამოქმედო გეგმა.

ღონისძიებას, კახეთის რეგიონის წამყვან 22 სასტუმროს ტოპ-მენეჯერებთან ერთად, დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, რუსუდან მამაცაშვილი და თელავის რაიონის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი - მანანა ინაშვილი.

„ძალიან დიდი მადლობა ჯიპას სტუდენტებს ამ ინიციატივისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს დაუჭერს მსგავსი სახის სემინარებს, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას და მათი როლის გაძლიერებას“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფორსის პირველმა მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა.

სასტუმროს „„Lopota lake Resort & Spa” გაყიდვების მენეჯერმა მაკა ჩიკოიძემ აღნიშნა, რომ სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი. „ლოპოტა ყოველთვის მზად იქნება, უმასპინძლოს და მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს, რადგან ყველამ ერთად გავაუმჯობესოთ სერვისი და შევქმნათ უკეთესი გარემო დამსვენებლებისთვის“.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „GIPA Support (ჯიპას მხარდაჭერა)“ ფარგლებში, რომელიც სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემების აღმოჩენასა და მისი გადაწყვეტის გზების ძიებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში არსებულ ბიზნეს და კრეატიულ ლაბორატორიაში ჩართულები არიან ჯიპას ლექტორები, სხვადასხვა მიმართულების თუ დარგის ექსპერტები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

პროექტის მხარდამჭერები:  სასტუმრო "Lopota lake Resort & Spa"; შპს "ბერიკა", "ქართული საკონდიტრო“.

<object width="650" height="488"> <param name="flashvars" value="offsite=true&lang=en-us&page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157658194285144%2Fshow%2F&page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157658194285144%2F&set_id=72157658194285144&jump_to="></param> <param name="movie" value="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=261948265"></param> <param name="allowFullScreen" value="true"></param><embed type="application/x-shockwave-flash" src="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=261948265" allowFullScreen="true" flashvars="offsite=true&lang=en-us&page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157658194285144%2Fshow%2F&page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157658194285144%2F&set_id=72157658194285144&jump_to=" width="650" height="488"></embed></object>