• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს ზამთრის ბანაკი - More than a Winter Camp

    16 ნოემბერი, 2026

    ბანაკის პერიოდი: 4-10 იანვარი, 2027

    ლოკაცია: ბაკურიანი, Loft Hotel Bakuriani

    მონაწილეები: 12-17 წლის მოზარდები, მაქსიმუმ 35 მონაწილე

    ბანაკის ღირებულება: 1290 ლარი. (დედმამიშვილებისა და GIPA-ს წინა ბანაკის მონაწილეებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება)

    რეგისტრაციის პერიოდი: 16 ნოემბრიდან - 20 დეკემბრის ჩათვლით

    სარეგისტრაციო ბმული: Gipa Winter Camp 2027  

    რატომ GIPA-ს ბანაკი?

    ჯიპას ზამთრის ბანაკი 12-17 წლის მოზარდებისთვის, სადაც დასვენება, თავგადასავალი და ახალი მეგობრები პიროვნულ განვითარებასთან ერთიანდება.

    ბანაკის მიზანია მოზარდების პიროვნული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა. მონაწილეები უკეთ გაიცნობენ საკუთარ თავს, აღმოაჩენენ თავიანთ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს და გაიგებენ, როგორ აქციონ ისინი მომავალი წარმატების საფუძვლად. ეს გამოცდილება მათ საკუთარი იდეებისა და მომავალი კარიერის შესახებ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. 

    ბანაკის პროგრამა

    ბანაკის პროგრამა წარმატების ისტორიებზეა (Success Stories) აგებული. GIPA-ს პრაქტიკოსი ლექტორები და ბანაკის ლიდერები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და ქართველი და უცხოელი ადამიანების, კომპანიებისა და ბრენდების რეალურ ისტორიებს გაუზიარებენ. ამ ისტორიების მაგალითზე მოზარდები გაიგებენ, როგორ იქცევა იდეა წარმატებად.

    პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პიროვნულ განვითარებასა და პოზიტიურ ფსიქოლოგიას დაეთმობა. მონაწილეები იმუშავებენ მოტივაციასა და საკუთარი პიროვნული განვითარების გეგმაზე. კარიერის გზამკვლევი კი დაეხმარება მათ, გაიაზრონ, როგორ აირჩიონ პროფესია, რას ეძებენ დღეს დამსაქმებლები და როგორ დაგეგმონ საკუთარი გზა.

    გუნდურ გამოწვევებსა და სიმულაციურ თამაშებში მონაწილეები განივითარებენ თანამშრომლობას, საჯარო გამოსვლის (Pitching) დროს კი საკუთარი იდეების თავდაჯერებულად წარდგენას. ამ გზაზე ისინი ხელოვნურ ინტელექტსაც (AI) გამოიყენებენ და ისწავლიან, როგორ მიმართონ ის ეფექტურად და უსაფრთხოდ სწავლისა და საკუთარი იდეების განვითარებისთვის.

    პარალელურად მონაწილეებს ზამთრის აქტივობები, სახალისო საღამოს პროგრამები და ახალი მეგობრები ელით.

    ერთი დღე ბანაკში - პროგრამის ფორმატი

    GIPA Winter Camp 2027 მოიცავს 7 სამუშაო დღეს. ყოველი დღე იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით. დღის განმავლობაში ყოველ სამუშაო დღეს ჩატარდება სამი საგანმანათლებლო სესია. სწავლება შერწყმულია სიმულაციურ თამაშებთან, გუნდურ დისკუსიებთან და პრაქტიკულ დავალებებთან.  ბანაკი მოიცავს გარე აქტივობებსაც, ხოლო დღე დასრულდება მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში.

    ბანაკის ლიდერები

    ბანაკის პროგრამა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდულმა მუშაკებმა (Youth Workers) და GIPA-ს პრაქტიკოსმა ლექტორებმა შეიმუშავეს. მის განხორციელებას და მონაწილეებისთვის უსაფრთხო, მეგობრული გარემოს შექმნას GIPA-ს კრეატიული და მზრუნველი ლიდერების გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს. 

    საცხოვრებელი გარემო და კვება, უსაფრთხოება და ზედამხედველობა

    ბანაკის განმავლობაში მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო Loft Hotel Bakuriani-ში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და მოზარდებზე მორგებულ გარემოს.

    ბანაკის საფასური მოიცავს სამჯერად სრულფასოვან კვებას - მრავალფეროვან და დაბალანსებულ რაციონს, ვეგეტარიანული და ვეგანური არჩევანის შესაძლებლობით. 

    სასტუმროს ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების სტანდარტი, მათ შორის 24/7 ვიდეომონიტორინგი და უსაფრთხოების სამსახური. ყველა ლიდერს გავლილი აქვს პირველადი დახმარების ტრენინგი. გუნდის მთავარი პრიორიტეტია თითოეული მონაწილის უსაფრთხოება, მხარდაჭერა, კომფორტი და პოზიტიური, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.

    ლოგისტიკა

    ტრანსპორტირება (თბილისი - ბაკურიანი - თბილისი)

    მონაწილეების ბაკურიანში ტრანსპორტირება ორგანიზებულია ჯგუფურად, წინასწარ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

    კომუნიკაცია მშობლებთან

    მშობლებთან კომუნიკაცია უზრუნველყოფილია დახურული ჯგუფის (Facebook/WhatsApp) მეშვეობით, სადაც ყოველდღიურად გაიგზავნება ფოტო-ვიდეო მასალა და ინფორმაცია, ხოლო ბანაკის ლიდერები 24/7 ხელმისაწვდომნი არიან კონტაქტისთვის.

    წესები და გარემო

    ბანაკში მოქმედებს მეგობრული და უსაფრთხო გარემოს წესები, რომლებიც უზრუნველყოფს პატივისცემაზე, თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ საბანაკე ურთიერთობას.

    სერტიფიკატი და GIPA-ში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 

    ბანაკის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი (ორენოვანი) სერტიფიკატი GIPA-სგან.

    16-17 წლის მონაწილეებს გადაეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი, რომლითაც ისარგებლებენ  GIPA-ში ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. 

    რეგისტრაცია

    ბანაკზე რეგისტრაცია იწყება 16 ნოემბერს და სრულდება 20 დეკემბერს. 

    რეგისტრაცია გულისხმობს ონლაინ Google Forms-ის შევსებას, რის საფუძველზეც ხდება მონაწილეობის პირველადი დადასტურება. რეგისტრაციის შემდეგ (მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში) დაგიკავშირდებით თითოეული მონაწილის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რათა დეტალურად განვიხილოთ ბავშვის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

    ბანაკის საფასურის გადახდა ხდება GIPA-ს საბანკო ანგარიშზე. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 25 დეკემბრისა.

    ბანკის დასახელება: თიბისი ბანკი (TBC BANK)

    საბანკო კოდი (მფო) - 222122295

    მიმღების დასახელება - ჯიპა - ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 

    ანგარიშსწორების ანგარიში - GE84TB1100000110700419 / GEL

    გადახდის დანიშნულება: ჯიპას ბანაკი, მონაწილის სახელი და გვარი

    კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

    gipacamp@gipa.ge 

     598 727 184 - მარიამ კეკელიშვილი