5 - 6 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) ნიდერლანდების გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Hogeschool Utrecht) მოწვეულ ლექტორებს მაარტი ვერმულენსა და მატიუს ბრაუერს უმასპინძლა.
სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევებს, ციფრული ტრანსფორმაციის გავლენასა და სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხებოდა. შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოწვეულ ლექტორებთან ერთად ემსჯელათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში. შეხვედრების საინტერესო კომპონენტი ადამიანის უფლებების თემატიკაზე შექმნილი სწავლების ინტერაციული მოდული იყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ აქტივობაში გამოიყენეს. ამ პროცესში მონაწილეებმა სხვადასხვა სამართლებრივი საკითხი განიხილეს და შესაძლო გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს.
GIPA მუდმივად აგრძელებს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რაც თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და პროფესიული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
