კლუბ "ფრონტლაინ"-ში, 29 ოქტომბერს, 7:30-ზე, გაიმართება GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, თორნიკე შარაშენიძის ახალი წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია.
თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. ის მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003-2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოშინატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისადა საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).
ლაშა ბუღაძე - „გარდა იმისა, რომ თორნიკე შარაშენიძე გამაოგნებლად საინტერესოდ გვიყვება პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ამბებს (რომელიც მისი წინა წიგნის, „IXX საუკუნის დიპლომატიის ისტორიის“ ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ, სადაც თხრობა ოტო ფონ ბისმარკის პროვიდენციალურ-ფატალისტური წინასწარმეტყვებით სრულდება), ეს ახალი წიგნი დღევანდელ აქტუალურ პრობლემებზეც გვაფიქრებს ძალაუნებურად; რადგან ევროპის ძველი და თითქოსდა მივიწყებული დრამები მოულოდნელად ახალ ევროპაშიც, ან უშუალოდ ევროპის მოსაზღვრე ანაქრონისტულ, ისტორიის შემაფერხებელ რეჟიმებშიც იჩენენ ხოლმე თავს. ესაა ღრმა და, რაც მთავარია, ნიჭიერად დაწერილი ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომი, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავ მნიშვნელოვან, დამაფიქრებელ და პარადოქსალურ დეტალს შეიტყობთ 100 წლის წინანდელი ევროპის შესახებ“.
მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62