• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “თავისუფლება, როგორც პასუხისმგებლობა”

    27 ოქტომბერი, 2026

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციაში “თავისუფლება, როგორც პასუხისმგებლობა” მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს.

    1. კონფერენციის მიზანი

    კონფერენციის მიზანია ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის კრიტიკული გააზრება და მისი საქმიანობის დაკავშირება თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სახელმწიფოებრივი მშენებლობის, ევროპული ინტეგრაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებთან.

     

    კონფერენცია შექმნის აკადემიურ პლატფორმას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რათა მათ წარმოადგინონ კვლევები, გააზიარონ მოსაზრებები და იმსჯელონ თავისუფლების, დემოკრატიისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის მნიშვნელობაზე.

     

    1. ძირითადი ამოცანები
    • ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური საქმიანობისა და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის კრიტიკული გააზრება;
    • საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და ევროპული კურსის ისტორიული და თანამედროვე პერსპექტივების განხილვა;
    • პოლიტიკურ პროცესებში დიალოგის, კონსენსუსისა და კომპრომისის მნიშვნელობის წარმოჩენა;
    • ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება;
    • სტუდენტური კვლევისა და აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა.

     

    1. თემატური მიმართულებები
    2. ინსტიტუციური მშენებლობა და ევროატლანტიკური განვითარების კურსი
    • დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა საქართველოში.
    • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული საფუძვლები.
    • პოლიტიკური ლიდერობა და სახელმწიფოებრივი მოდერნიზაცია.
    • დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიღწევები და გამოწვევები.

     

    1. ძლიერი სახელმწიფოდან ძლიერ საზოგადოებამდე
    • სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
    • კონსენსუსისა და კომპრომისის კულტურა ქართულ პოლიტიკაში.
    • ზურაბ ჟვანია, პოლიტიკური დიალოგი და დემოკრატიული ლიდერობა.
    • თავისუფლება, პასუხისმგებლობა და აქტიური მოქალაქეობა.

     

    III. ეკონომიკური თავისუფლება და რეგიონული უსაფრთხოება

    • ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პროექტები.
    • ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები.
    • სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობა.
    • ეკონომიკური თავისუფლება, მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება.

     

    1. მონაწილეობის პირობები
    • მონაწილეები: საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
    • მონაწილეობის ფორმა: ინდივიდუალური ან ჯგუფური, მაქსიმუმ ორი ავტორით.
    • ფორმატი: პირისპირი ფიზიკური დასრებით (On-site conference)
    • სამუშაო ენა: ქართული.
    • კონფერენციაში მონაწილეობა როგორც მომხსენებლების, ისე მსმენელებისთვის უფასოა.
    • წარდგენის ფორმა: აბსტრაქტი და მომხსენებლის/ების შესახებ მოკლე ინფორმაცია (BIO).

     

    1. ვადები და საორგანიზაციო გრაფიკი

    აბტრაქტების მიღება: 26 ოქტომბერი - 15 ნოემბერი

     

    აბსტრაქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

    • კვლევის აქტუალობა და მიზანი: მოკლედ ახსენით, რა არის საკვლევი თემა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა იყო თქვენი კვლევის კონკრეტული მიზანი.
    • მეთოდოლოგია: მიუთითეთ, რა გზით/მეთოდებით ჩაატარეთ კვლევა (მაგ., თვისებრივი/რაოდენობრივი კვლევა, დოკუმენტების ანალიზი, ექსპერიმენტი, გამოკითხვა და ა.შ.).
    • ძირითადი შედეგები: მოკლედ წარმოადგინეთ კვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებები ან მიღებული მონაცემები.
    • დასკვნა: შეაჯამეთ, რას ნიშნავს მიღებული შედეგები და რა პრაქტიკული ან თეორიული ღირებულება აქვს თქვენს ნაშრომს.

     

    ტექნიკური და ფორმალური მოთხოვნები

    • მოცულობა: 300-500 სიტყვა
    • საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი (Keywords): აბსტრაქტის ბოლოს მიუთითეთ 5 საკვანძო სიტყვა ან ფრაზა, რომლებიც საუკეთესოდ ასახავს თემის არსს.
    • ავტორების შესახებ მოკლე ინფორმაცია (BIO)

     

    20 ნოემბერი - შერჩეული მონაწილეების ინფორმირება, ასევე შეფასების შედეგებისა და პრეზენტაციის ტექნიკური მოთხოვნების გაგზავნა.

     

    3 დეკემბერი- პრეზენტაციების წარდგენა

    საბოლოო პრეზენტაციების მიღება და კონფერენციის დღის წესრიგის გაზიარება.

    კონფერენციის ჩატარების ვადები: 9/10 დეკემბერი, 2026 

    ლოკაცია: რუსთავის გზატკეცილი N22ა, 0114, თბილისი, საქართველო

    სამუშაო ენა: ქართული (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ინგლისურ ენაზე მოხსენების წარმოდგენა)

    1. პრეზენტაციის რეგლამენტი და შეფასება

    მოხსენების ხანგრძლივობა — 10-15 წუთი;

    კითხვა-პასუხი — 3–5 წუთი.

     

    1. შეფასების კრიტერიუმები და კომისია
      აბსტრაქტები შეფასდება ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სკოლების მინიმუმ 2-2 წარმომადგენლისგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ, რომელიც ასევე შეაფასებს წარმოდგენილ პრეზენტაციებს საუკეთესო მოხსენებების გამოსავლენად.

     

    სტუდენტურ სამეცნიერო კონფერნციას ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევს უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი.  

     

    1. წახალისება
    • ყველა მონაწილეს გადაეცემა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონული და ფიზიკური სერტიფიკატები.
    • საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით
    • საუკეთესო ნაშრომები, ავტორების თანხმობითა და შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით გამოქვეყნდება კონფერენციის ელექტრონულ კრებულში და აიტვირთება უნივერსიტეტის  ვებ-გვერდზე.


    კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვევით შემოთავაზებულ ბმულზე, სადაც მიეთითება, მომხსენებლების ვინაობა, უნივერსიტეტი, სწავლების საფეხური, წარმოსადგენი მოხსენების სათაური და აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები/ცნებები და საკონტაქტო ინფორმაცია.

     

    კონფერენციის სარეგისტრაციო ბმული

     

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ნუცა მინდიაშვილი - GIPA კვლევების დეპარტამენტის კვლევებისა და განვითარების  კოორდინატორი. Mob: 593280770, ელ-ფოსტა - n.mindiashvili@gipa.ge