15 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საჯარო ლექცია გაიმართა. მოწვეულმა სპიკერმა, იოვან ბლიზნაკოვსკმა (Jovan Bliznakovski), აუდიტორიას კვლევის შედეგები წარუდგინა თემაზე: „როგორ ახდენენ პარტიები ამომრჩეველთა მობილიზებას საქართველოში: შედარებითი პერსპექტივა“.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა პოსტსოციალისტურ ევროპაში პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ურთიერთობებზე, პოლიტიკურ კლიენტელიზმზე, პოპულიზმსა და ეთნიკურ მობილიზებაზე.
იოვან ბლიზნაკოვსკი სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის სოციოლოგიური, პოლიტიკური და იურიდიული კვლევების ინსტიტუტის (ISPJR) შედარებითი პოლიტიკის ასოცირებული პროფესორია.
ღონისძიება სამაგისტრო პროგრამის - POSIG-ის საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ჩატარდა და მისი დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
