• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია 2026

    07 ოქტომბერი, 2026

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  იწყებს პროექტს „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“. ინიციატივის მთავარი მიზანი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მათი პრაქტიკული უნარების განვითარებაა.

    ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებულებმა მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექრონული სარეგიტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf9SitQdxNWveqvpTIsaRGhIYH9Y2CLKb5BTJrw8NNwsBBZzw/viewform.

    პროექტის აქტივობები:

    • ონლაინ ტრენინგები: შერჩეული სტუდენტები გაივლიან ონლაინ კურსს და შეისწავლიან მუნიციპალური მართვის პრინციპებს, საკონსტიტუციო გარანტიებს, ადგილობრივ ბიუჯეტებს, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, ურბანულ განვითარებას, მუნიციპალურ სერვისებსა და ეფექტურ კომუნიკაციას. პროგრამა ასევე მოიცავს ლიდერობის, ეთიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის AI-ის) გამოყენების საკითხებს - მონაწილეები მიიღებენ ელექტორნულ სერტიფიკატებს;
    • პირველი ეტაპის შედეგად შეირჩევა 25 სტუდენტი, რომელბიც გაივლიან პირისპირ ტრენინგებს, მენტორების მხარდაჭერით მოამზადებენ ჯგუფურ კვლევით ნაშრომებს და წარადგენენ შემაჯამებელ ღონისძიებაზე;
    • ტრენინგების მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატებს;
    • შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრებიან უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თვითმმართველობის ექსპერტები, აკადემიური წრისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

    განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი