• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • მეორადი ჩარიცხვების შედეგად ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

    24 სექტემბერი, 2026

    მეორადი ჩარიცხვების შედეგად ჩარიცხულ  პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, 24 სექტემბრის 15:00 საათიდან -  26 სექტემბრის ჩათვლთ.  სარეგისტრაციო ბმული: https://portal.gipa.ge/bachelor

    რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
    • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი
    • 1 ფოტოსურათი (ზომით ¾)
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
    • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

    ხელშეკრულების გაფორმება:

    მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება სტუდენტის მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (E-mail-ზე), პლატფორმა Signify-ის საშუალებით.

    • იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობელი) ელექტრონული ფოსტა (E-mail), რომელზეც ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება. 
    • იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა ატვირთოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული/დედანი დოკუმენტაცია.

    გადახდა:

    სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.
    დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

    საბანკო რეკვიზიტები:
    საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
    მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL